დაჭრეს თუ არა არაყიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი ზურაბ ჟვანიას იარაღით? - ახალი სკანდალი სისხლიანი გარჩევის საქმეში

21.12.22 20:21
დაჭრეს თუ არა არაყიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი ზურაბ ჟვანიას იარაღით? - ახალი სკანდალი სისხლიანი გარჩევის საქმეში

დაჭრეს თუ არა არაყიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი ზურაბ ჟვანიას  იარაღით? - ვაკეში  მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ახალმა სკანდალმა იფეთქა.  გაირკვა, რომ  ერთ-ერთი იარაღი, რომელიც გამომძიებლებმა ძმებ კაკულიების სახლიდან ამოიღეს, გარდაცვლილი ექს პრემიერის ზურაბ ჟვანიას  სახელზეა რეგისტრირებული. სწორედ ამ იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ედავება ბრალდების მხარე ორივე ძმას, დავით და გურამ კაკულიებს.

ირკვევა, რომ საქმეზე გამოკითხულია ზურაბ ჟვანიას მეუღლეც. ნინო ქადაგიძე ჟვანია  ადასტურებს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ  სახლიდან რამდენიმე იარაღი გაქრა.

ერთ-ერთი ვერსიით,  მამის კუთვნილი იარაღი ძმებ კაკულიებს ზურაბ ჟვანიას ვაჟმა. ბუსა ჟვანიამ მიუტანა, რომელსაც ბრალდებულებთან დიდი ხნის ნაცნობა აკავშირებს. ექს-პრემიერის შვილმა,  სავარაუდოდ ამ საქმეზე ბევრი რამ იცის, თუმცა მისი დაკითხვა არ მომხდარა, რადგან ბუსა ჟვანია საქართველოში არ იმყოფება.

დეტალები ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.