შემზარავი ამბავი სამეგრელოდან - შვილმა მამა ცემაში მოკლა
შემზარავი ამბავი სამეგრელოდან. შვილმა მამა ცემაში მოკლა. ახალგაზრდა კაცი პენსიონერს ჯერ სასტიკად გაუსწორდა, შემდეგ ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენა და კიბიდან დააგორა. უმძიმესი ფაქტის შესახებ დეტალები ბრალდებულმა პოლიციას თავად მოუყვა, ოღონდ მას შემდეგ რაც იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. მანამდე დანაშაულის დამალვას შეეცადა. სასწრაფოში დარეკა და ექიმებს უთხრა, რომ მამას ინსულტი დაემართა და კიბიდან თავად დაგორდა
ირკვევა, რომ ეს არ არის კონფლიქტის პირველი შემთხვევა მამა-შვილს შორის. მეზობლები ყვებიან, რომ ჩხუბის ხმა ჯახაიების ოჯახიდან ხშირად ესმოდათ. დაპირისპირების მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში შვილის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა იყო, რომელიც მამას ფიზიკურად უსწორდებოდა. სწორედ მშობლის ცემის გამო ახალგაზრდა კაცმა საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, მას შემაკავებელი ორდერი ქონდა გამოწერილი.
დეტალები იხლეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.