უკვე დაკავებულ ადამიანს ესროლეს - პოლიციის მიერ მამა შვილის დაჭრაზე გამოძიება დაიწყო

30.04.21 12:00
უკვე დაკავებულ ადამიანს ესროლეს - პოლიციის მიერ მამა შვილის დაჭრაზე გამოძიება დაიწყო

საოკუპაციო ხაზთან პოლიციის მიერ მამა შვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ინფორმაცია ტვ პირველს დაშავებულების, პაპუნა და ბადრი ძანძავების ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა დაუდასტურა. 

უფლებადამცველის თქმით, ორივე მათგანი დღესვე გამოიკითხება: 

მომხდართან დაკავშირებით ისინი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას. ამბობენ, რომ შვილს ჰქონდა სიგარეტი, თუმცა არა დიდი რაოდენობით, რასაც აბრალებენ, დაახლოებით 15 ყუთ სიგარეტზე საუბარი, რა შეუძლებელია ერთმა ადამიანმა გადმოზიდოს. თუ რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა, ამასთან დაკავშირებით აღნიშნეს , რომ უკვე დაკავებული იყო და ამის შემდგომ მოხდა გასროლა. არც რაიმე გამაფრთხილებელი გასროლა, ან სიტყვიერი გაფრთხილება არ იყო. არც იყო საჭირო როგორც ახსნეს. ადამიანი როცა დაკავებულია ამის შემდეგ ტყვია ესროლო ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონდაო ჩვენი მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში მკურნალობას გადის ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომ მდგომარეობა მსუბუქია, იმიტომ რომ გაჩხერილი არის ეს ტყვიის ლულა შესაბამისად სამედიცინო ჩარევების შედეგად დასჭირდება ოპერაცია"- ამბობს ადვოკატი. 

საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

ორივე მათგანი საოკუპაციო ხაზთან, კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. ადვოკატის მსგავსად დაჭრილი ბიჭის დედაც, ამბობს, რომ მის შვილსა და ქმარს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს ცეცხლი. 

ქალი ამბობს, რომ დაწოლილ პირს, ზურგში ესროლეს.