მამა შვილის დაჭრა - გამომძიებელი ამტკიცებს, რომ 5 პოლიციელი დაშავდა
საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი მამა-შვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებას, რომ პაპუნა და ბადრი ძანძავების ცეცხლი გაუგრთხილებლად ესროლეს ზუგდიდის სამმართველოში კატეგორიულად უარყოფენ.
გამომძიებელი რამაზ გვასალია ირწმუნება, რომ მამა-შვილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
მისივე მტკიცებით, ინცინდენტისას 5 პოლიციელი დაშავდა., მათგან კი ერთი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციელები ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილები.