ხალხის გზავნილები პრეზიდენტს - ზურაბიშვილის რეზიდენციაში დღეს სააკაშვილის შეწყალების თხოვნის წერილები შევა

30.12.22 11:17
ხალხის გზავნილები პრეზიდენტს - ზურაბიშვილის რეზიდენციაში დღეს სააკაშვილის შეწყალების თხოვნის წერილები შევა

ათასობოთ წერილი და ხელმოწერები მთელი საქათველოდან - სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაში დღეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხალხის გზავნილები მივა. წერილებს სოფო ჯაფარიძე 15:00 საათზე შეიტანს.

 საქართველოს პრეზიდენტს  ყველა მოუწოდებს, მის ხელთარსებული კონსტიტუციური ბერკეტი აამოქმედოს.

დღეს შევიტანთ წერილებს. ვაგრძელებთ კამპანიას, ვაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, მე მჯერა ადამიანების ჰუმანურობის და მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილს და სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ქვეყნის ისტორიის დამახინჯებას. ხვალაც კი მივდივართ ისევდა ისევ რეგიონებში და 6 იანვრამდე უკვე ყოველი დღე დაგეგმილია, 6 იანვრამდე ყოველი წუთი დაგეგმილია. ჩვენთნ არიან ექიმები, დიპლომატები, მოსამართლეები, მასწავლებლები, აბსოლუტურად ყველა,  მსახიობები, მომღერლები და ყველა თავისი მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, სრული კოორდინაცია გვაქვს, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

რიგითი მოქალაქეების გარდა, პრეზიდენტს ფრონტის ხაზიდანაც მიმართავენ. უკრაინაში მებრძოლი ქართელი ჯარისკაცი სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზანის და მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვს. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს ართმევენ.