პრობლემა შეექმნა სანიაღვრე სისტემას - კახი კალაძე

01.05.21 14:49
პრობლემა შეექმნა სანიაღვრე სისტემას - კახი კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად  დიღმის ტერიტორიის დატბორვას გამოეხმაურა.კალაძის თქმით, სანიაღვრე სისტემა წვიმის შედეგად ჩამოტანილი ნაგვის გამო გაიჭედა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.

უხვი ნალექი მოვიდა, სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, გავრცელდა ბევრი ვიდეო-კადრებიც. პირველივე წუთიდან საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, მერიის ინფრასტრუქტურის სამსხაურის და თბილსერვისის თანამშრომლები აგდილზე იმყოფებოდნენ და ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე და არცერთი არ რჩება რაეგირების გარეშე

სანიაღვრე სისტემას პრობლემები შეექმნა. პრობლემები გამოწვეული იყო იმის გამო, რომ ამ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ბევრი ნაგავი - პარკები, ქვა ღორღი, რომელმაც პრობლემა შეუქმნა გატარების თვალსაზრისით სანიაღვრე სისტემას სადაც წყალი უნდა ჩასულიყო დახურული იყო ცელფონის პარკებით" - თქვა კახა კალაძემ

 კალაძემ ასევე თქვა,რომ  ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოსახლეობას მეწყერის არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები