პენიტენციურმა იმეცადინოს, პასუხს მაინც ვერ გაგვცემენ - სააკაშვილის ადვოკატი პროცესების გაჭიანურებაზე
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, სასამართლოს თავმჯდომარეს საქმე არ უნდა მიეცა ისეთი მოსამართლისთვის, რომლის ვადა იწურება.
ადვოკატი ეჭვობს, რომ ეს სასამართლომ შესაძლოა განზრახაც გააკეთა.
უფლებადამცველის თქმით, პროცესის გაწელვას იმიტომ ცდილობენ, რომ არ აქვთ პასუხები დოკუმენტებზე, რომელიც შალვა ხაჭაპურიძის ხელში აღმოჩნდა და რომელიც ამტკიცებს, რომ პენიტენციურმა საკუთარი ხელით ჩაწერა სააკაშვილის საქმეში, რომ მესამე პრეზიდენტს მინიმუმ სამჯერ ჰქონდა გულყრის ეპიზოდი.
როდესაც ასეთი რეზონანსული და რთული კატეგორიების საქმეები შედის, რომელიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება, სასამართლოს თავმჯდომარემ საქმე არ უნდა დააწეროს ისეთ მოსამართეს, რომელსაც 9-თვიანი ვადა ეწურება და უნდა გავიდეს სათათბირო ოთახში. თავმჯდომარის შეცდომა იყო ეს თუ განზრახ გაკეთებული, ეს უკვე არ ვიცი. რა დოკუმენტებზეც მიინდიოდა ყურადღება გამემახვილებინა, შემდეგ პროცესზე მაგაზე გავამახვილებინებ პირველად მოსამართლეს ყურადღებას. პენიტენციურს 5 წელს მივცემ მაგაზე, მაგრამ პასუხს მაინც ვერ გაგვცემენ, იმეცადინონ რამდენიც უნდათ“, - ამბობს ხაჭაპურიძე.