მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინშია
მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინშია. ვირუსის ახალი შტამი უკვე აღმოჩენილია შტატებში, ჩინეთსა და ევროპის 29 ქვეყანაში. ევროკავშირი შეზღუდვებს აანონსებს.
ომიკორნის ახალი შატმის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც. ქვეყანაში ახლა კოვიდთან ერთად სეზონური ვირუსების პიკიც არის. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც.
ამჟამად ცირკულიებს რამდენიმე რესპირატორული ვირუსი . წამყვანია მაინც "ა გრიპის" ვირუსი. ყველაზე ხშირად პაციენტები შემოდიანს წორედ ამ ვირუსით. ასევე გვაქვს "ბ" ტიპის ვირუსი გრიპის და საკმადო ხშირია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრტებით პრობლემებს გვიქმნის 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულებში. ახალი შატმები დაფიქსირდა ჩინეთში, აშშ-ში, ჯერჯერობით ჩვენთან ამაზე ინფორმაცია არ გავქვს, რომელსაც ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს, - ამბობს მედიკოსი მაია ბუწაშვილი.
საზოგადოებაში მთავარ რეკომენდაციად ისევ დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება რჩება. ექიმების პროგნოზით, კოვიდის და სეზონური ვირუსების მაჩვენებელი თებერვალშ კიდევ იმატებს.