ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

06.01.23 12:27
ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩის რებალიტაცია ამ დრომდე ვერ დასრულდა. დასრულებული პროექტი მერიას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა ჩაებარებინა, თუმცა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა. 

ქუჩაზე მოძრაობა, ფაქტობრივად, პარალიზებულია. აყრილია ასფალტის საფარი და გადაადგილება საშიშია. 

ადგილზე ცოტა ხნის წინ "ანტიკორუფციული მოძრაობა" მივიდა. მოძრაობის წევრები მერიასა და კომპანიას შორის არსებულ სავარაუდო, კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

ამ ქუჩის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ახლა მეორედ გამოცხადდა ტენდერი, რაც იმას ნიშნავს,რ ომ ეს ქუცა კიდევ ალბათ ერთი წელიწადი არ დამთავრდება, - ამბობენ მოძრაობის წევრები.