ინფლაციის მაჩვენებელი ისევ მაღალია - პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასები იზრდება

06.01.23 13:30
ინფლაციის მაჩვენებელი ისევ მაღალია - პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასები იზრდება

ინფლაციის მაჩვენებელი ისევ მაღალია. ქვეყანაში ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება. პროდუქტებთან ერთად ფასი სხვადასხვა მომსახურებაზეც გაზრდილია. მათ შორის, ავტობუსით მგზავრობა 34%-ით გაიზრდა. ყველაზე მეტად უძრავი ქონების შესყიდვა და ბინის გაქირავებაა გაძვირებული.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასების ზრდა მომდევნო თვეებშიც მოსალოდნელია.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ინფლაციის დრევანდელი მაჩვენებელი, რომ 9.8% შეადგენს, არასწორი და გაყალბებულია.

ინფლაციის ეს მაჩვენებლი არის არასწორი, გაყალბებულია. დავალება იყო ხელისუფლებისგან, რომ ინფლაცია არ ყოფილიყო ორნიშნა, ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ დავუშვათ, ყოფილიყო 10 ან 11%, დაწერეს 9.8%. სურსათი მედიკამენტები, მგზავრობა, კომუნალური ხარჯებიდ ა ა.შ., ფასები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გარარიბდა, თითოეული ჩვენგანი გარარიბდა, ვინაიდან ფასებმა უფრო მეტად მოიმატა ამ ორი წლის განმავლობაში, ვიდრე შემოსავლებმა, - ამბობს რომან გოცირიძე.

ამავე აზრს იაიზრება ექსპერტი ნიკა შენგელიაც.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მდგომარებოთ 9.8-ია. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის, უბრალოდ, შელამაზებული მაჩვენებელი, რათა წლის ბოლოს დადგინდეს ასეთი ფაქტი, რომ წლურის და ეკონომიკური უფრო მეტია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ გაზრდილია ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მომსახურეობაზე. თუ ავიღებთ 5 ან 7 წლის მონაცემებს, იგივე პროდუქციაზე და მომსახურეობაზე ფასი გაზრდილია 100%-ზე მეტად, - ამბობს შენგელია. 

ინფლაციის მაჩვენებლი ბოლო ერთ წელში ისტორიულ მაქსიმუმზეა. ახალი მონაცემებით მაჩვენებლი წინა თვესთან შედარებით დაკლებულია, თუმცა ფასები პროდუქტებზე არ იკლებს და უფრო მეტიც, თიტქმის ყოველთვიურად იმატებს.