8 შეიარაღებული ძარცვა 2 საათში - სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს

06.01.23 14:09
8 შეიარაღებული ძარცვა 2 საათში - სალონიკში  23 წლის ქართველი დააკავეს

სალონიკში 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

"ყაჩაღი რეპერი" - ასე მოიხსენიებს ბერძნული მედია ქართველ მამაკაცს, რადგან დაკავებული თავს სწორედ რეპერად ასაღებდა. 

როგორც გამოცემა იუწყება, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი ციხიდან 4 თვის წინ გამოვიდა. მათივე ცნობით, პროკურატურის ბრძანების შემდეგ, დაკავებულის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გასაჯაროვდა.

23 წლის ქართველის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობა, ძარცვის მცდელობა, დაუმორჩილებლობა, იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება.