6 ძარცვა ერთ ღამეში - არასრუწლოვნების კრიმინალური დაჯგუფება იდენტიფიცრებულია
არასრუწლოვნების კრიმინალური დაჯგუფება იდენტიფიცრებულია. მოზარდა მძარცველებმა გუშინ ვაკეში ორი ობიექტი გაქურეს. ერთიდაიგივე დაჯგუფება გამთენიისას ჯერ მაღაზიაში, შემდეგ კი კაფე-ბარში შეიჭრა. მძარცველებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონაა.
"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ სავარაუდო მძარცველმა არასრწულოვნებმა ობიექტის კარის გაღება სხვადასხვა მოწყობილობებით მოახერხეს, სალაროდან თანხა წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ირკვევა ისიც, რომ ერთ შემთხვევაში არასწრულოვნებმა ქურდობას 17 წამი, ხოლო ობიექტზე მათ 45 წამი დასჭირდათ, ამიტომ დაცვამ ადგილზე მისვლა ფიზიკურად ვერ მოასწრო.
ერტ-ერთი ობიექტიდან 3000 ლარამდე, ხოლო მეორე ობიექტიდან 1000 ლარამდე თანხაა წაღებული.
ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ დაცვის სამსახურების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ანალოგიური ძარცვები კიდევ 6 ობიექტზე განხორციელდა. ამის მიუხედავად, შსს ოფიციალურად მხოლოდ ორი ობიექტის ძარცვას ადასტურებს.