დაჭრა ლაგოდეხში ბედობის ღამეს - დაცვის პოლიციის თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს

06.01.23 17:02
დაჭრა ლაგოდეხში ბედობის ღამეს - დაცვის პოლიციის თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს. 25 წლის გიორგი შუბითიძე საგამოძიებო სამსახურმა თანასოფლელის, 30 წლის რობიზონ ტოგონიძის დაჭრის ფაქტზე დააკავა. ის ამ დროისათვის კლინიკაში იმყოფება. 

დაცვის პოლიციელსა და დაზარალებულს შორის დაპირისპირება ბედობის ღამეს ლაგოდეხში მოხდა. სოფელ ჭიაურში ადგილობრივები ყვებიან, რომ გიორგი შუბითიძე სოფელში მის დასთან იყო ჩასული, სადაც რობიზონ ტოგონიძესთან ერთად თანასოფლელის სახლში ქეიფობდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ტოგონიძემ დაცვის პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. შუბითიძემ ტოგონიძე დანით დაჭრა.

არ ვიცი რაზე წაკამათდნენ, ძმაკაცები იყვნენ და არ ვიცი არაფერი. სი, ბიჭი, რომელმაც დაჭრა თელელლია. აქ არის ხოლმე ხშირად ეგ ბავში, იმიტომ, რომ ორი და ჰყავს გათხოვილი აქვს, დედა აქ არ ჰყავს, ბიძბეი ყველა აქ ჰყავს. რომ დაჭრა, მერე იძახოდა, მას რომ რამე მოუვიდეს, თავი უნდა მოვიკლაო,  - ამბობს ადგილობრივი. 

ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრის შემდეგ, პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები ადგილობრივებმა მიაყენეს. დაკავებული სამართალდამცველი ახლა მკურნალობას საბადრო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში აგრძელებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაცვის პოლიციის თანამშრომელს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.