რუსეთმა ე.წ. საშობაო ზავი დაარღვია - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

06.01.23 17:16
რუსეთმა ე.წ. საშობაო ზავი დაარღვია - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

რუსეთმა პირობა დაარღვია. პუტინის გამოცხადები ე.წ. საშობაო ზავის პარალელურად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. ხალხი თავშესაფრებისკენ გარბის. უსაფრთხოების სისტემები უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში ჩაირთო. მანამდე ოკუპანტებმა ჰერსონი, კრამატორსკი და ბახმუტი დაბომბეს. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. 

გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ ბელორუსის მიმართულებით რუსული თითმფრინავი აფრინდა, რაც უკრაინელებს აძლევს საფუძველს იფიქრონ, რომ რუსეთი მორიგ შეტევას გეგმავს.