ბათუმში 29 წლის კაცი დაჭრეს

06.01.23 18:37
ბათუმში 29 წლის კაცი დაჭრეს

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

29 წლის კაცს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით აღიძრა.