არასრუწლოვნებმა ერთ ღამეში ვაკეში 6 ობიექტი გაძარცვეს - "პირველებმა" ვიდეოჩანაწერები მოიპოვა
არასრუწლოვნების კრმინალური დაჯგუფებამ ერთ ღამეში მხოლოდ ვაკეში6 ობიექტი გაძარცვა, მათ შორის, სამი აბაშიძის ქუჩაზე. მძარცველებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, გოგონაა.
ერთიდაიგივე დაჯგუფება გამთენიისას ჯერ მაღაზიებში, შემდეგ კი კაფეში შეიჭრა. "პირველების" მიერ მოპოვებული კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ მძარცველები კარს ჯერ სპეციალური იარაღით აღებენ, შემდეგ კი ფეხით ამტვრევენ.
17 წამი ერთ ობიექტზე, მეორეზე კი 45 წამი - სწორედ ეს დრო მოანდომეს მოზარდებმა მაღაზიისა და ბარის გაძარცვას. არასრულწლოვანებმა ზუსტად იცოდნენ, რამდენ ხანში უნდა დეტოვებინათ ტერიტორია, რომ სამართალდამცველების ხელში არ აღმოჩენილიყვნენ.
წაღებულია 4 ათას ლარამდე. ორივე შემთხვევაში ჩაირთო სიგნალიზაცია, თუმცა მძარცველები ისე სწრაფად მოქმედებდნენ , რომ პოლიციის მისვლამდე შემთხვევის ადგილი დატოვეს და მიიმალნენ.
უფრო ვრცლად არასრწულწლოვნების კრიმინალურ დაჯგუფებაზე ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.