იმერეთსა და კახეთში დაცვის პოლიციის თანამშრომლები მძიმე ბრალდებით დააკავეს

06.01.23 20:07
იმერეთსა და კახეთში დაცვის პოლიციის თანამშრომლები მძიმე ბრალდებით დააკავეს

იმერეთსა და კახეთში დაცვის პოლიციის თანამშრომლები მძიმე ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთ დაკავებულს გამოძიება არასრწულოვანი შვილის ცემასა და მკველობის მუქარას ედავება. ბრალდებულმა შვილს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მას და მეუღლეს იარაღით მოკვლით ემუქრებოდა.

სამართლდამცველის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც დაზარალებულმა ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

კიდევ უფრო მძიმედ დასრულდა ინციდენტი კახეთში, სადაც ასევე დაცვის პოლიციის ინსპექტორია დაკავებული. სოფელ ჭიაურში სუფრაზე დაწყებული შელაპარაკება საბოლოოდ, სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა.

გომელაურის უწყების თანამშრომელმა სუფრაზე მყოფ მამაკაცს დანა დაარტყა. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოშია ბრალდებული პოლიციელიც. მას ფიზიკურად ადგილობრივები გაუსწორდნენ.

უფორ ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.