ვანო მერაბიშვილი "უცნობის" სიძის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას ამ დრომდე არ აძლევს
ვანო მერაბიშვილი "უცნობის" სიძის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას ამ დრომდე არ აძლევს. დღეს ყოფილი პრემიერ მინისტრი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა მერაბიშვილი უწყებაში არ მისულა.
ამ დროისთვის გამომძიებლების ხელშია გიორგი შარაშიძის აღიარებითი ჩვენება, რომელიც მერაბიშვილის წინააღმდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებას ადასტურებს. მიუხედავად ამისა, უცნობის სიძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ამ დრომდე არ არის ამოღებული კამერების ჩანაწერები იმ პერიმეტრიდან სადაც ინციდენტი მოხდა.