უსახლკაროები თბილისში - მალავს თუ არა რეალურ სტატისტიკას დედაქალაქის მერი?

06.01.23 20:24
უსახლკაროები თბილისში - მალავს თუ არა რეალურ სტატისტიკას დედაქალაქის მერი?

უსახლკაროები თბილისში - მალავს თუ არა რეალურ სტატისტიკას დედაქალაქის მერი? 900-მდე უსახლკარო ოჯახი მხოლოდ თბილისში, ეს არის ის მონაცემი, რომელიც კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილის მიმართვის საფუძველზე გამოაქვეყნა.

მერი ამტკიციებს, რომ უმრავლესობა თავშესაფრებშია გადაყვანილი, მცირე ნაწილს კი საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ გადასცეს.

კალაძის სტატისტიკის კი არ სჯერა ოპოზოციას. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ რეალურად გაცილებით მეტი ადამიანია უსახლკარო, ვინც ღამეებს ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ათენებს, მაგრამ მათ არც სტატუსი აქვთ და არც შესაბამისს დახმარებას იღებენ.

უფრო ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.