ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

06.01.23 19:59
ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა.

ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. 

ადგილობრივი პოლიცია ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებდა. ქისტაურთან კავშირი 26 დეკემბრის შემდეგ გაწყვეტილი იყო, მობილური გამორთული ჰქონდა ტრანსგენდერი ქალის ყვალა მეგობარსაც.

შვილის გარდაცვალებას ამ დრომდე არ ადასტურებდა გარდაცვლილის დედაც.