პირველ რიგში ვულოცავ შობას უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დაზარალებულ ბავშვებს - ილია მეორე
პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე ბავშვებს ულოცავს ქრისტეშობის დღესასწაულს. უწმინდესი პირველ რიში გაოყოფს "უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს":
ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს"- აღნიშნულია ეპისტოლეში.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, სრული ვერსია ნახეთ აქ