თქვენი აზრი საინტერესო არ არის - მეუფე ნიკოლოზი მედიას

02.05.21 13:39
თქვენი აზრი საინტერესო არ არის - მეუფე ნიკოლოზი მედიას

 ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მედიას აკრიტიკებს. მეუფე ნიკოლოზი თვლის, რომ ჟურნალისტების აზრი არავის აინტერესებს. 

თქვენ უნდა აღწეროთ მოვლენები. ჟურნალისტებმა, ტელევიზიებმა, რაც ხდება, ის უნდა გააგებინოთ მოსახლეობას. თქვენი აზრი კი არ არის საინტერესო, რაც ხდება, ის არის საინტერესო, თქვენ ნეიტრალურები უნდა იყოთ და სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სამწუხაროდ ხდება, რომ ქმნით რაღაც მიმართულებას, თითქოს პასუხია ცნობილი და ამ პასუხამდე უნდა მიიყვანოთ რაღაც და არ ხდება ასე. ამიტომ, სიძულვილის ენას და სიძულვილს ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებით"- თქვა სასულიერო პირმა. 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, სააღდგომო ეპისტოლეში  მედიასაშუალებები ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებაში არიან დადანაშაულებული.