ეპისტოლედან არ ჩანს, რომ ჩვენ უკრაინის ტკივილის თანამოაზიარე ვართ - მამა ანდრია სარია
მამა ანდრია სარია, რომელსაც საპატრიარქოს მღვდელმსახურება აუკრძალა, მიიჩნევს, რომ პატრიარქის საშობა ეპისტოლეში უზუსტობები იყო. სასულიერო პირის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, ეპისტოლეში უკრაინასთან მიმართებაში უფრო მკაფიო გზავნილები ყოფილიყო.
მამა ანდრია სარია ამბობს, რომ "უკრაინის ომი" არასწორი ფორმულირებაა, რადგან სინამდვილეში ომი არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა წამოწყო.
უკრაინა არ არის იმ მოტივით ნახსენები, რომ კონკრეტულად რამე მხარდაჭერა იყოს გამოცხადებული. ტერმინები, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მკაფიო ყოფილიყო და მესიჯი უფრო ღია და პირდაპირი, რადგან ეს არის რუსული აგრესია და ომი და არა უკრაინის ომი. ანუ უკრაინას არ წამოუწყია ომი ანუ უკრაინის ომს როცა ვუწოდებთ, უკვე არასწორი ფორმულირებაა. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ საშობაო ეპისტოლეა და პოლიტიზირებული არ შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მესიჯი მშვიდობისთვის და როდესაც სამართლიანობაზეა საუბარი, ყველაზე კარგი იქნებოდა სამართლებრივი ტერმინოლოგია გვეპოვა ამ ეპისტოლეში. ანუ თანაგრძნობის, სიყვარულის, მხარში დგომის, რაც არ ჩანს ამ ეპისტოლედან, რომ ჩვენ უკრაინის თანამოაზიარე ვართ იმ ტკივილებისა უკრაინასთან ერთად. საზოგადოების აზრის ფორმირებაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საპატრიარქოს და შექვს კიდეც, იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკოსების რიგიც იქ დგას, შესაბამისად, საზოგაოდებაც მოელის ანუ ჯანსაღი ნაწილი, ამ შემთხვევაში, რომ მისგან სწორი პოზიციონირება ისმოდეს და მინიმუმ სწორ გზაზე აყენებდეს საზოგადოებას, - ამბობს მამა ანდრი საარია.