დედაქალაქში დღეს ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართება
ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო დღესაც გაიმართება. სამზადისი უკვე დაწყებულია. პანდემიის შემდეგ წელს პირველად ტრადიციულ მსვლელობაშ მონაწილეობას მოქალაქეებიც მიიღებენ.
ალილოს ყველაზე გრანდიოზულად დედაქალაქში აღნიშნავენ. დღეს სურსათ-სანოვაგით დახუნძლული მრევლი საზეიმო მსვლელობაშ ჩაებმება. გზა-გზა შესაწირს შეაგროვებენ, რომელიც მოგვიანებით გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგდებათ.
სასულიერო პირები ხალხს დალოცავენ, საახალწლო ნობათს კი მრევლი სამების საკათედრო ტაძარსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე დატოვებენ. ამის შემდეგ შეგროვებულისა საჩუქრები გადაირჩევა და ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცებულტა თავშესაფრებს დაურიგდებათ.