კლინიკა "ღია გულში" 33 წლის მშობიარე გარდაიცვალა - რას ამბობს ოჯახი
33 წლის ქალი, რომელსაც კლინიკა "ღია გულში" უნდა ემშობიარა, გარდაიცვალა. ირკვევა, რომ პაციენტს წნევა ჰქონდა, რომელიც მედიკოსებმა ვერ გააკონტროლეს და ჯერ ნაყოფი, შემდეგ კი თავად ქალი დაიღუპა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ ექიმები მათ ინფორმაციას უმალავდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მათო ოჯახის წევრი კარგად იყო და უბრალოდ, ეძინა.
ოჯახი ახლა ითხოვს, შეუჩერდეს აკრედიტაცია იმ ექიმებს, რომელთა შეცდომასაც ქალის სიცცოხლე შეეწირა.
მომხდარიდან თითქმის 2 თვეა გასული, თუმცა გამოძიება ერთ ადგილზეა გაჩერებული.
ორი თვეა უკვე თიტქმის გასული ამ ამბიდან და რეაგირება ჯერჯერობით არანაირი. გამოძიება მიმდინარეობს, გვეუბნებიან, მაგრამ არ არის შუალედური პასუხის ჯანდაცვიდან, როგორც გვითხრეს. ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯანდაცვას ვთხოვთ და ვეხვეწებით, რომ შეუჩერონ ლიცენზია, არარ უნდა მუშაობდნენ, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა არ არის. სხვას რომ ხმა აემოღო, ჩვენ შემდეგი მსხვერპლი არ ვიქნებოდით. არაფერი სასიკვდილო ჩემს დას არ სჭირდა, უბრალოდ, არ მივიდა, არ მიხედა პაციენტს, რომელიც ვანდეთ, - ამბობს დაღუპულის და.
ოჯახის ადვოკატი იმეოდვნებს, რომ გამოძიება სწორად წარიმართება. ინტერესები დამცველი ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რომელმა გოგონას გარდაცვალებსა და ექიმებსი შეცდომას შორის კავშირი უნდა დაადასტუროს.