განსხვავებული საშობაო ლიტურგია - პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ წირვები ცალ-ცალკე აღავლინეს
განსხვავებული საშობაო ლიტურგია - 2023 წლის 7 იანვარს წირვები პატრიარქმა და პატრიარქის მოსაყდრემ ცალ-ცალკე აღავლინეს. ილია მეორე არა სამებაში, არამედ სიონში იყო. მოსაყრდე შიომ კი წირვა სამებაში აღავლინა.
„პირველები“ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს დაუკავშირდა, რომლებსაც ჰკითხა, ხომ არ არსებობს რაიმე დაპირისპირება მეუფე შიო მუჯირსა და პატრიარქს შორის. მათი თქმით, მეუფე შიოს ჰქონდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იმისთვის, რომ სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა განცალკევებით აღევლინა.
რა არის ამასი გასაკვირი? პატრიარქის სიონში სწირავდა და პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა მეუფე შიოს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, სამების ტაძარში ჩაეტარებინა წირვა. რა დაპირისპირება უნდა არსებობდეს, როგორ გეკადრებათ? მეუფე შიო პატრიარქს უდიდეს პატივს სცემს, რა თქმა უნდა, და მოსაყდრედ არის დადგენილი პატრიარქის მიერ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, - თქვა მამა გიორგი ზვიადაძემ.
დაპირისპირებას უარყოფს მეუფე ნიკოლოზიც, თუმცა ამბობს, რომ მსგავისი შემთხვევა სხვა დროს არ ახსოვს.
შობა რომ ცალკე ჩაეტარებინოს, არ მახსენდება ეგეთი შემთხვევა, მაგრამ ისიც არ მახსენდება, რომ პატრიარქს შობა სამებაში არ ეწიროს... ასეთი წესი გვაქვს ეკლესიაში, რომ საკათედრო ტაძარი რასაც ეწოდება და მითუმეტეს, საპატრიარქო ტაძარი, აუცილებლად მონაწილეობს იმ დღესასწაულზე ეპისკოპოსი. მეუფე შიო რომ არ ყოფილიყო, სხვა ეპისკოპოსი უნდა გაეგზავნა პატრიარქს და ამიტომ მე მომეჩვენა, რომ ძალიან ბუნებრივი იყო, რომ მეუფე შიო გააგზავნა. დაპირისპირება რა უნდა იყოს, რას ამბობ?, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.