ეკლესია ყველაფერში ხელისუფლების პოზიციას იზიარებს, ძალაუფლების სიმფონიაა - თეოლოგი
ხარკის გადახდა და მოვალეობის მოხდა, - ასე აფასებს თეოლოგი ლელა ჯეჯელავა პატრიარქის საშობა ეპისტოლეს იმ ნაწილს, სადაც საკითხი უკრაინას ეხება.
ჯეჯელავას თქმით, ეკლესია ყველაფერში ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას იზიარებს და მას მმართველობის ბიზანტირუ მოდელს უწოდებს.
ძალიან გამიჭირდება ვიპოვო ერთიანი ხაზი ამ ეპისტოლეში ერთი ავტორისა. მაინც მგონია, რომ გარკვეულწილად, ავტორთა კოლექტივი ჰყავდა მას. ჩვენ გვახსოვს ეპისტოლეები, სადაც პატრიარქი ძალიან მკაფიო აქცენტებს აკეთებდა პოლიტიკურ ვითარებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. ეს ახლა სრულიად არ იყო, რაც შეეხება უკრაინას, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოვალეობის მოხდა, ხარკის გადახდა იმ არსებული ვითარებისთვის რაც დღს არის და არაფერი მეტი. ეკლესია, რეალურად ყველაფერში იზიარებს იმ პოზიციას პოლიტიკურს, რომელიც აქვს ჩვეს ხელისუფლებას და ცდილობს, რომ ან არ შეეხოს ამ საკითხებს ან თუ შეეხება ზუსტად ის ხაზი გაატაროს, რომელიც სჭირდება ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ ახლა ვხედავთ სრულ სიმფონიას ძალაუფლებისას ანუ ბიზანტიურ მოდელს, რომელიც გაფორმდა ძალიან მკაფიოდ, - ამბობს ჯეჯელავა.