საპატრიარქო და "ოცნება" კრემლის პროპაგანდის ენაზე საუბრობენ - მეუფე პეტრე
ჭყონდიდი ეპარქიიდან გაძევებული მეუფე საპატრიარქოს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოსმენის შემდეგ მეუფე პეტრე ცაავა ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსულ საქმეს აკეთებს და "ქართულ ოცნებას" ემსახურება.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გაკვირებული დარცა, როდესაც პატრიარქის ეპისტოლეშ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ვერაფერი ამოიკითხა.
გამოხატავს დღეს ქართულ რეალობას, ქართულ სახლმწიფოებრიობას, ეროვნულ შეგნებას და ვინც იბრძვის საქართველოს კეთილი მომავლისთვის, ესენი არიან უკრაინაში მებრძოლი გმირი ქართველი მეომრები. პირველ რიგშ, მათი მილოცვით უნდა დაეწყოთ, მათი მადლიერების გამოხატვა უნდა ყოფილიყო პატრიარქის ეპისტოლეში გზავნილი. როგორც საქართველოს საპატრიარქო, ისე ე.წ. „ქართული ოცნება“ ანუ დეფაქტო მმართელობა და ხელისუფლება, ორივე სამსახურშია და იმეორებენ კრემლის პროპაგანდისტების გზავნილებს და ისინი საუბრობენ რუსული პროპაგანდის ენაზე, - თქვა მეუფე პეტრემ.