ტრადიციული ალილო, გალობა და ფეხით მსვლელობა სამების ტაძრამდე დაწყებულია

07.01.23 15:35
ტრადიციული ალილო, გალობა და ფეხით მსვლელობა სამების ტაძრამდე დაწყებულია

ტრადიციული ალილო, გალობა და ფეხით მსვლელობა სამების ტაძრამდე უკვე დაწყებულია. ქალაქის შუაგულში ხალხმრავლობაა. სპეციალურ ამ დღისთვის მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაძრულ მსვლელობას სამი გაჩერება ჰქონდა. პირველი გაჩერება პარლამენტი იყო, სადაც დეპუტატებმა და პარლამენტის თავმდჯომარემ  ალილოს მონაწილეებს ტკბილეულით დაასაჩუქრეს. შემდეგი გაცერება საკრებულო იყო, ამ წუთებში ლო მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან. 

მსვლელობაში ტრადიციულად უღელში შებმული კამეჩები და ანგელოზების და მწყემსების ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მონაწილეობენ.