უხვი ნალექის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია. უხვი ნალექის გამო ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
"პირველებისთვის" გამოგზავნილ კადრებში კარგად ჩანს, რომ გვირაბის შესასვლელ-გასასვლელთან ავტომობილების რიგი უძრავად დგას.
მოძრაობა შეფერხებულია რიკოთის გვირაბიდან ჩუმათელეთამდე.