თოვლი, ჭყაპი, ძლიერი ქარბუქი და ნისლი - რიკოთზე ავტობილების მოძრაობა შეფერხებულია
თოვლი, ჭყაპი, ძლიერი ქარბუქი და ნისლი - რიკოთზე რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა. უამინდობის გამო უღელტეხილზე რამდენიმე საათია მოძრაობა პარალიზებულია. სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე საცობია. ავტომობილები გადაადგილებას საათობით ვერ ახერხებენ. დაბალი ტემპერატურის გამო არსებობს მოყინვის საფრთხეც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრასა იწმინდება, თუმცა არა ისე, როგორც საჭიროა.