დიდთოვლობა ხულოში - მაღალმთიან აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა
დიდთოვლობა ხულოში - მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 15-20 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი 50 სმ-ს აღწევს.
არსებობს ვარაუდიც, რომ სოფლებთან მისასვლელი გზები ჩახერგილია, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.