ჯანდაცვის სექტორში DRG-ის სისტემა ამოქმედდება - ექსპერტები პრობლემებზე საუბრობენ
ჯანდაცვის სექტორი ახალ წელს ახალი რეგულაციებით ხვდება. მთავარი სიახლიე DRG-ის სისტემის ამოქმედებაა, რაც გათანაბრებულ ფასებს გულისხმობს.
რეფორმამ ორთვიანი გამოსაცდელი პერიოდი უკვე გაიარა და იანვრის ბოლოდან სახელმწიფო პროგარამაში ჩართული ნებსმიერი კლინიკა, რომელიც ანაზრარურების ახალი წესით პაციენტის მკურნალობაზე უარს იტყვის, დაჯარიმდება.
ცვლილებებია ფარმაცევტულ ბაზარზეც. მედიკამენტების ღირებულების ზედა ზღვარის დაწესების შემდეგ, აფთიაქები წამალს დადგენილზე მაღალ ფასად ვეღარ გაყიდიან.
DRG-ის სისტემას არც თუ პტიმალურად მიაჩნიათ ექსპერტებს.
შესრულება ამ რეფორმის, რომელიც საკმაოდ მნიშნელოვანი რეფორმაა, არცთუ ოპტიმალურია. თავის დროზე არ იქნა მომზადებული არც სამინისტროს ტექნიკური სტაფი, რომელიც უნდა დაკავებულიყო ამით, კლინიკებსაც ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ვიცოდით, უბრალოდ, რომ იყო ლატვიური თუ ესტონური მოდელი, თუმცა დათვლის პრინციპები არ იყო ნათელი, - ამბობს ვახტან კალოიანი.