ოცწლიანი ტრადიცია გრძელდება - თბილისის ქუჩები დღეს საშობაო ალილოს მსვლელობამ მოიცვა

07.01.23 20:09
ოცწლიანი ტრადიცია გრძელდება - თბილისის ქუჩები დღეს საშობაო ალილოს მსვლელობამ მოიცვა

მსვლელობა თეატრალიზებული ელემენტებით, უღელში შებმული კამეჩები, ანგელოზებისა და მწყემსების ფორმაში გადაცმული ბავშვები - ოცწლიანი ტრადიცია დღესაც გაგრძელდა. თბილისის ქუჩები საშობაო ალილოს მსვლელობამ მოიცვა. ორწლიანი კოვიდ პანდემიისა და შეზღუდვების შემდეგ ქრისტესშობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი ძველებურად ჩატარდა.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაძრულ ალილოს მონაწილეებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც  მიესალმა.  შეგროვდა ტკბილეულობაა, საახალწო ნობათი და ნივთები, რომლებიც ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს დაურიგდებათ. გადარჩეული პროდუქციის ერთი ნაწილი გაიგზავნება სასჯელ-აღსურების დაწესებულებებშიც.

უფრო ვრცლად ალილოს მსვლელობის შესახებ ნახეთ მარიამ მაკასარაშილის რეპორტაჟში.