მკვლელობა ნაჯახით და ცეცხლსასროლი იარაღით - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
აშშ-ში , ბრუკლინის ცენტრში 42 წლის ქართველი პოლიციელი სასტიკი ანგარიშსწორების მსვერპლი გახდა. საქართველოდან ამერიკაში შრომით მიგრაციაში წასული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სასიკვდილოდ მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა გაიმეტა.
მამუკა გალდავას ჯერ 6-ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ნაჯახი ჩაარტყეს.. სავარაუდო მკვლელი ბელორუსის მოქალაქეა. დიმტრი ლაპკო უკვე დაკავებულია და მას უმაღლესი სასჯელი ემუქრება.
უფრო ვრცლად აშშ-ში მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.