შვილმკვდარი დედა ექიმების წინააღმდეგ - 33 წლის ქალი მშობიარობისას დაიღუპა
შვილმკვდარი დედა ექიმების წინააღმდეგ - კუჭავების ოჯახი კლინიკა "ღია გულის" მედიკოსებისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს. უკვე თვეზე მეტია, ოჯახი ცდილობს დაადგინოს, რა გახდა 33 წლის მშობიარე ქალისა და მისი ნაყოფის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა გამოძიებაა წინ ვერ მიდის.
მაია კუჭავა კლინიკაში სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს. ოჯახს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მოულოდნელად უთხრეს, რომ პაციენტმა სუნთქვა შეწყვიტა.
კლინიკა თავის მართლების რეჟიმშია. საქმეში ჩაერთო რეგულირების სააგენტოც. სწორედ მათ უნდა დაადგინონ ჰქონდა თუ არა ადგილი გულგრილობას მედიკოსების მხრიდან.
რა მოხდა "ღია გულში" უფრო ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.