ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს უკან აბრუნებენ

07.01.23 19:29
ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს უკან აბრუნებენ

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს უკან აბრუნებენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

მედიის ცნობით, აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 ამ დროისათვის Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავს, რათა საწვავის მარაგი დახარჯოს და პილოტმა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვას.

თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა.