შობის დღესასწაული წელს საეკლესიო და პოლიტიკური სკანდალებით დაიწყო

07.01.23 20:04
შობის დღესასწაული წელს საეკლესიო და პოლიტიკური სკანდალებით დაიწყო

მოკლე და ზოგადი - პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ ყველა გააკვირვა. ეპისტოლე სულ რაღაც 709 სიტყვისგან შედგება, სადაც  არაფერია ნათქვამი პოლიტიკასა და რუსულ აგრესიაზე.

არ დააყოვნააა კრიტიკამაც. ეკლესიას თეოლოგები  ხელისუფლების პოზიციის გაზიარებასა და ძალაუფლების სიმფონიაში ამხელდნენ. ჩანაწერს უკრაინის ომზე კი რუსეთისთვის ხარკის გადახდა და მოვალეობის მოხდა უწოდეს.  

2023 წლის 7 იანვრის შობა სრული სრული მოულოდნელობებით დაიწყო. საშობაო ლიტურგიაა წელს პირველად ილია მეორემ სიონში აღავლინა. მეუფე შიო კი ამ დროს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საშობაო ლიტურგიაც.  სიონში, სადაც ხელისუფლების პირველი პირები მივიდნენ, არ გამოჩენილა ქვეყნის პრეზიდენტი. წინა წლებისგან განსხვავებით ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით აღარ დამდგარა. პრეზიდენტმა პრემიერი ეკლესიაში მიატოვა.

უფრო ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.