მგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

07.01.23 20:13
მგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

მგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. დაღუპულია 60 წლამდე მამაკაცი. ის, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას "პირველებს" აეროპორტის პესსამსახური უდასტურებს.

ადგილზე ამ წუთებში შსს-ს თანამშრომლებს ელოდებიან. იქ იმყოფება სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფიც. 

ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის  თვითმფრინავმა ავარიული დაშვება რამდენიმე წუთის წინ განახორციელა. მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის შეუძლოდ ყოფნა გახდა. ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკან, ქუთაისში დაბრუნებულიყო.