სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რაც მისი გათავისუფლების საფუძველია - ჯიშკარიანი
"მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზები, რომელიც პრაქტიკულად გათავისუფლების საფუძველია" - ამის შესახებ "ტვ პირველს" ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა განუცხადა.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სასამართლოს ყველა მტკიცებულება აქვს, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება.
მეორე გზა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაა. შემდგომში ალბათ, ადვოკატები განიხილავენ სხვა გზებსაც. უნდა მოხდეს, რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო ზეწოლა, რომ ადამიანის სიციცხლე გადარჩეს. სააკაშვილის დატოვება საქართველოს ცუხეთა სისტემაში და მის დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკეში, წამების ტოლფასია, განგრძობად წამებასთან გვაქვს საქმე"- თქვა ჯიშკარიანმა.
გადამწყვეტ სასამართლო პროცესამდე 24 საათი დარჩა. ხვალ ზუსტად 12 სააათზე საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მიხეილ საააკშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. საააკშვილი ფიზიკურად საკუთარ პროცესს ვერ დაესწრება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამას ვერც დისტანციურად შეძლებს.