პედაგოგები ხელფასების მატებას ითხოვენ

08.01.23 12:21
პედაგოგები ხელფასების მატებას ითხოვენ

პედაგოგები ხელფასების მატებას ითხოვენ.  საჯარო სკოლის ასობით მასწავლებელმა ამ მოთხოვნით პეტიციაც შექმნა.  დოკუმენტს ამ დროისთვის 2500 მასწავლებელი აწერს. 

საქმე ეხება სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელებს, მათ ვისაც საშუალოდ 35 მოსწავლე აბარია.

პედაგოგების თქმით, ქვეყანაში გაზრდილი ფასებისა და სოციალური მდგომარეობის გაუარესების  ფონზე კი ისედაც მიზერული ანაზღაურება 80 ლარი მათ ფაქტობრივად მხოლოდ გზის ფულად ადგებათ.