9 სარაკეტო, 3 საჰაერო დარტყმა - რუსეთი "ზავის" მიუხედავად დაბომბვას აგრძელებს
9 სარაკეტო, 3 საჰაერო დარტყმა და 40 შეტევა მრავალჯერადი ზალპური სისტემებიდან - რუსეთი "ზავის" მიუხედავად უკრაინის დაბომბვას აგრძელებს.
ე.წ. საშობაო ზავის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა.
როგორც კი მოსკოვის დროით თორმეტს გადასცდა, უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშის ხმები ჩაირთო. დაიბომბა ხარკოვი, არის მსხვერპლიც. აფეთქებები იყო ზაპოროჟიეში.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იტყობინება, რომ ბახმუტთან ახლოს ოკუპანტების ქვეითი ჯარი შეაჩერეს და რუსი მეთაური მოკლეს. ჯარმა კონტროლი დაკარგა და უკან დაიხია. გენერალ-ლეიტენანტი პავლიუკი იტყობინება რომ უკრაინის დედაქალაქის ირგვლივ ათას კილომეტრიანი თავდაცვითი ხაზია.