დაჭრა ბათუმში - ბრალდებული დაკავებულია

08.01.23 13:42
დაჭრა ბათუმში - ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში 29 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

29 წლის კაცს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით აღიძრა.