პოლიციელის მკვლელობა შობის ღამეს - ტვ პირველმა ახალი დეტალები გაარკვია
"ტვ პირველმა" შობის ღამეს თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია.
მოკლულია 38 წლის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე შეყელაძე.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გომალაურის უეყებამ ასევე ყოფილი სამართალდამცავი, გიორგი მღებრიშვილი აიყვანა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დეტექტივების სამმრთველოს უფროს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, თუმცა სროლამდე იყო სიტყვიერი დაპირისპირება.
"პირველების" ინფორმაციით, სასტიკი ანგარიშსწორება დიღომში მოხდა. მირიან მეფის ქუჩაზე დილიდან საგამოძიებო მოქმედეები ტარდება. დალუქულია ბინაც, რომელიც შემთხვევის ადგილია.
გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.