სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - დაჭრილია პოლიციელი

08.01.23 17:18
სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - დაჭრილია პოლიციელი

შობის ღამეს დედაქალაქის ცენტრში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. 

როგორც ირკვევა, პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერთ-ერთი ბარიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა ჩხუბი დაიწყეს. სისხლიანი დაპირისპირების კვალი ქუჩას ამ დრომდე ეტყობა. დაჭრილი პოლიციელი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ამ დროისთვის პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.