იმედი მაქვს, არ დავუშვებთ შეცდომას, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა - მეუფე გრიგოლი
"ვაპირებდი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, მაგრამ ვერ მოხერხდა, კიდევ ვეცდები" - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.
მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ "ვივა-მედში" კარანტინია გამოცხადებული:
ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის არ ვიცი, ვირუსების გამო არის თუ როგორ არის, ვერ მოხერხდა. გვითხრეს, რომ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ვეცდები კიდევ. პირველ რიგში, გავერკვიო რა მოხდა, თუ რეგულაციებია, რომელიც უბრალოდ ობიექტურად არ იძლევა საშუალებას გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სხვანაირად იქნება ვეცდებით, მაშინ კიდევ ერთხელ.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მითუმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მითუმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.