პოლიციელმა პოლიციელი მოკლა - რა მოხდა დიდ დიღომში?

08.01.23 20:03
პოლიციელმა პოლიციელი მოკლა - რა მოხდა დიდ დიღომში?

სასტიკი დანაშაული შობის ღამეს -  დეტექტივების სამმართველოს მოქმედი უფროსის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულიც პოლიციელია.

გიორგი მღებრიშვილი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, 38 წლის ალექსანდრე შეყელაძე 6 გასროლით, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. 

ნაქირავებ ბინაში ასული ორი მამაკაციდან ერთი ხელბორკილებით გამოიყვანეს, მეორე კი გარდაიცვალა. 

ირკვევა, რომ გასროლამდე იყო სიტყვიერი შელაპარაკება და კონფლიქტი მეგობრებს შორის. ბინა რომელშიც მკვლელობა მოხდა ახლა დალუქულია. 

რა მოხდა დიდ დიღომში - ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში