იმერეთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს - ახალი დეტალები თერჯოლიდან

08.01.23 20:09
იმერეთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს - ახალი დეტალები თერჯოლიდან

იმერეთში სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.  66 და 67 წლის პენსიონერი  ცოლ-ქმარი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მარტო ცხოვრობდა.

ხანში შესული ცოლ-ქმრის ცხედრები შემთხვევით მეზობელმა იპოვა და შემზარავი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და ტერიტორიას ასურათებდნენ, გაავლეს ყვითელი ლენტები და ამოიღეს დანაშაულის იარაღიც.

რა მოხდა იმერეთში? - ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟი: