მოყინული გზები და პარალიზებული მოძრაობა - საქართველოში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

08.01.23 20:22
მოყინული გზები და პარალიზებული მოძრაობა - საქართველოში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

საქართველოში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა - მოყინული გზები და პარალიზებული მოძრაობა.  დღეს თითქმის ყველგან იდენტური სურათი იყო.  ნაქერალას უღელტეხილიდან რაჭის მიმართულებით მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. მოძრაობაა შეფერხებული იყო რიკოთის უღელტეხილზე. 

უფრო მძიმე ვითარება მაღალმთიან აჭარაში -  უხვ ნალექს ძლიერი ყინვა ემატება. შუქის გარეშე დარჩენილი 7 სოფლიდან ექვსს ელექტრო ენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. გაწმენდილია ცენტრალური გზები,  თუმცა რთული ვითარებაა სოფლებში. ხულოში დილიდან  საავტომობილო გზების ტექნიკა მუშაობს. თოვლის საფარი  ზოგან ნახევარ მეტრს აღწევს. რა ვითარება ხულოში ბოლო ცნობები ადგილიდან