სახლი კედლების, ჭერის და იატაკის გარეშე - სოც დაუცველები დახმარებას ითხოვენ

08.01.23 20:39
სახლი კედლების, ჭერის და იატაკის გარეშე - სოც დაუცველები დახმარებას ითხოვენ

სახლი კედლების  ჭერის და იატაკის გარეშე. ასეთ მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება სოციალურად დაუცველ პენსიონერებს ქარელში. 85 წლის მარო მჭედლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ გადაავიწყდა და ბედის ანაბარა მიატოვეს. მოხუცის ერთადერთი შემოსავალი ახლა პენსიაა, რომელიც თვიდან-თვემდე საკვებზეც უნდა იმყოფინოს და მედიკამენტებზეც. მოხუცს სოციალურ შემწეობაზე უარს ეუბნებიან, ისევე როგორც კიდევ ერთ ასაკოვან ქრონიკურლი დაავადებების მატარებელ პენსიონერს იმავე სოფლიდან.

მძიმე კადრები და უფრო მძიმე ადამიანური ისტორიები ქარელიდან.